ჭრილობები მიაყენა და გაიქცა – 36 წლის კაცის მკვლელობა გარდაბანში

მკვლელობა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში – ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით 36 წლის კაცს თანასოფლელმა ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია:
“1984 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში, ურთიერთშელაპარაკებისას თანასოფლელს 1988 წელს დაბადებული დ.კ. ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.” ნათქვამია -ს განცხადებაში.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი: ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვრჩებით არა მხოლოდ კანონპროექტის გამო, რომელიც განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკის გამო, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობისგან გვესმის