ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩა მომიტინგეებისგან გაათავისუფლეს – რუსთაველის გამზირის მიმართულებით სპეცრაზმი დაიძრა თავისუფლების მოედნიდანაც

სამართალდამცავები პროტესტის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით გათვალისწინებული საშუალებების გამოყენების შესახებ აფრთხილებენ. ადგილზე ისმის შესაბამისი გამაფრთხილებელი ხმა.
სპეცდანიშნულების რაზმმა როგორც ჩიტაძის, ისე ჭიჭინაძის ქუჩის ბოლომდე დაიწია და მომიტინგეებისგან გაათავისუფლა.
ასევე, თავისუფლების მოედანზე მობილიზებული რაზმი რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა.
საპასუხოდ, მოქალაქებიი პარლამენტის წინა ტერიტორიას ტოვებენ და რუსთაველის მეტროს მიმართულებით მიდიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ნატროშვილი – „ქართულ ოცნებას“ სურს, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს – მათ ნაბიჯებს სხვა ახსნა არა აქვს! ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოტირებას „ოცნება“ ახდენს!

ალექსი ახვლედიანი – თორნიკე რიჟვაძის მამა დაკითხვაზე არასდროს ყოფილა, თავად თორნიკე კი, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიაში იმყოფებოდა – როცა ადამიანზე ზეწოლას ახდენენ, მას თავისუფლად შეუძლია უცხოეთში წასვლა?