ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ღამის საათებში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა უკავშირდება ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება 26-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
„შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძის ქუჩისა და მიხეილ თამარაშვილის გამზირის გამოყენებით.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება