წყალდიდობა ხაშურში – ცენტრალურ ქუჩებში ხალხი ნავით გადაადგილდება (ვიდეო)

ხაშურის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. უხვმა ნალექმა მნიშვნელოვნად დააზარალა ხაშურის სოფლების ნაბახტევის, ალის, ცხეთიჯვრის, უწლევის, ზემო აძვისის ინფრასტრუქტურა და მოსახლეობა. დამეწყრილია რამდენიმე ადგილი და დატბორილია საცხოვრებელი სახლები.

მოსახლეობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ნავითაც კი გადაადგილდება .

ხაშურის მერის, თენგიზ ჩიტაშვილის განცხადებით ქალაქი პარალიზებულია და გადაადგილება შეუძლებელია. მისივე თქმით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა და სამუშაოებში სამაშველო ჯგუფის 15 ბრიგადა არის ჩართული.

არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაზარალებულ მოქალაქეებს პირველადი დახმარების ნივთებით მოამარაგებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი