წყალდიდობა, ყინვა, დიდთოვლობა – ევროპაში უამინდობამ პრობლემები შექმნა

თოვლიანი ამინდი და ძლიერი წვიმა მე-6 დღეა კვლავ პრობლემებს ქმნის ევროპაში. ში, თოვლი და წვიმა ყინვამ ჩაანაცვლა. უამინდობის გამო, პრობლემებია გზებზე, რთულდება მარილის დაყრაც. პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ ქუჩებში მანქანით გადაადგილებისგან.
რეკორდულად დაბალი, – 48 გრადუსამდე ყინვა ფიქსირდება ფინეთში. ბოლო 25 წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალი ტემპერატურაა – 43.6 გრადუსია შვედეთშიც, სადაც უამინდობის გამო, ზოგიერთ რაიონში შეჩერებულია მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა, დაკეტილია სკოლებიც.

დასავლეთ ევროპაში ძლიერდება წყალდიდობა. აღმოსავლეთ ინგლისში, შტორმის შედეგად 1000-მდე სახლი დაზიანდა. ადიდებულმა მდინარეებმა კემბრიჯში გზები და დაბლობები დატბორა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გარემოს დაცვის სააგენტოის ინფორმაციით, წყალდიდობისგან გამოწვეული პრობლემების გამკლავებას შესაძოლა, კიდევ ხუთი დღე დასჭირდეს.
რამდენიმე დღეა, ძლიერ წვიმას ებრძვის საფრანგეთი და გერმანია. მილიონობით ქვიშის ტომარა განაწილდა დაზარალებულ რაიონებში დასახლებების დასაცავად. საფრანგეთში, სამაშველო სამსახურმა მოსახლეობის ნაწილი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. ძლიერი თოვლისა და წვიმის გამო, ქვეყნების მთავრობები მოსახლეობას სახლში დარჩენისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო“ მატყუარების და გაქნილი პოლიტიკანების პარტიაა, მადლობა მათ, რომ კიდევ ერთხელ მოგვცეს საშუალება ჩვენც, პოლიტიკაში ჩართულ ადმიანებსაც და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებსაც იმისათვის, რომ მათი ტყუილები ვამხილოთ

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს “პრო-ევროპული” პარტიისთვის ევროპიდან ჩაწყობილი “გამარჯვება” დიდი ალბათობით დამატებით სტიმულს მისცემს 4 ოქტომბერს ადგილობრივი დესტრუქციული ძალების მიერ უკვე გამოცხადებულ “რევოლუციას,” რომელიც წინა აქციების მსგავსად ევროკავშირის ატრიბუტიკის ფონზე ჩაივლის