წულუკიანი რუსულ კანონზე: 2012-ის შემდეგ ეს არის ივანიშვილის და ოცნების საუკეთესო შედეგი

წულუკიანი რუსულ კანონზე: 2012-ის შემდეგ ეს არის ივანიშვილის და ოცნების საუკეთესო შედეგი
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტვ იმედთან საუბრისას განაცხადა:
,,კენჭი ეყარა გამჭვირვალეობის შესახებ ქართულ კანონს. რუსთაველის გამზირზე მარტივ მამრავლებად დაშლილი, დასუსტებული და ბოლომდე დანგრეული ექსტრემისტული პოლიტიკური ოპოზიცია რეალურად არის მძიმე მდგომარეობაში. სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერების გზაზე ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
ეს მოახერხა და შეძლო ქართულმა ოცნებამ ს ხელმძღვანელობის ქვეშ და მე ვიტყოდი, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების საუკეთესო შედეგი, რომელიც გულისხმობს პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად ქვეყნის გაძლიერებას, პოლიტიკურად ქართული ოცნების ხელისუფლების გაძლიერებას და ექსტრემისტული ოპოზიციის ბოლომდე ნგრევას.
დიახ, ეკლიანია გზა სუვერენიტეტისკენ მიმავალი, როდესაც ცხოვრობ დერეფანში და ძალიან ბევრი დიდი, საშუალო თუ პატარა ქვეყნის ინტერესი არსებობს შენდამი, რომ შენ დასუსტდე, ჩვენ კი გვინდა, რომ ვიყოთ ძლიერები.”

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს