„წულუკიანი მონა“, „ მონა“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ – ამ შეძახილებით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

„წულუკიანი მონა“, „ მონა“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ – ამ შეძახილებით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომის პარალელურად, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, სინამდვილეში „ღალატის კომისიის“ თავმჯდომარეა.
„წულუკიანმა თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, თუმცა არალეგიტიმურ პარლამენტსაც შეუძლია ქვეყანას დიდი ზიანი მოაყენოს. აქ უნდა ვიყოთ ბევრი, რადგანაც ვაპროტესტებთ წულუკიანის მიერ საქართველოსთვის ომის დაბრალებას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციაზე „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით, ასევე, ისმის შეძახილები: „სოზარ სუბარი მონა“, „პაპუაშვილი მონა“, „მარიამ ლაშხი მონა“, „ალუდა მონა“.
ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, „2008 წლის აგვისტოში, ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ცხინვალზე შეტევა განახორციელეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი