“წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!” – პარლამენტთან აქცია გაიმართება

ორშაბათს, 5 თებერვალს, 19:00 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა აქცია გაიმართება. მონაწილეები დეპუტატებს მოუწოდებენ, არ გამოუცხადონ ნდობა მთავრობის ახალ შემადგენლობას, სადაც კულტურის მინისტრი კვლავ იქნება.
“სახელოვნებო და სამეცნიერო ინსტიტუტების მიზანმიმართული ჩამოშლის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის საფრთხის შექმნის, გელათის უნიკალური მხატვრობის შელახვის, ქოროღოს კოშკის განადგურების შემდეგ, სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტების შეჩერებისა და ჩაშლის, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის, ოცამდე შრომითი დავის სასამართლოში წაგების, კინოცენტრის, მწერალთა სახლის, კონსერვატორიისა და სამეცნიერო ინსტიტუტების მიტაცების მიუხედავად, 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ მოუსმენს თეა წულუკიანის კულტურის მართვის, სინამდვილეში კი კულტურის ჩამოშლის სტრატეგიას, რათა 8 თებერვალს კიდევ ერთხელ გამოუცხადოს მას ნდობა კულტურის მინისტრის პოსტზე”, – ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.
ს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ყოფილი მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები გახდნენ. პრემიერ-მინისტრობის ახალმა კანდიდატმა, მ განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობა თითქმის უცვლელი დარჩება – მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება და ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად ამ პოზიციას დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს. ახალ მთავრობას, რომელშიც თეა წულუკიანი კვლავ კულტურის მინისტრი იქნება პარლამენტმა ნდობა მომდევნო კვირაში უნდა გამოუცხადოს.

ასევე დაგაინტერესებთ