“წულუკიანის კომისია” სრული შემადგენლობით დაასანქცირეს

ესტონეთმა საქართველოს კიდევ 19 მოქალაქე დაასანქცირა – სანქცირებულთა შორის არიან ის პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც სინდისის პატიმრების საქმეებზე მუშაობენ.
შეზღუდვები დაუწესდათ “ქართული ოცნებისა” და მისი განაყოფის “ხალხის ძალის” დეპუტატებს.
აღსანიშნავია, რომ სანქცირებულთა სიაში არიან სადაო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტში შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისის წევრები.
· ალუდა ღუდუშაური;
· ილია ინჯია;
· ირაკლი ქადგიშვილი;
· გურამ მაჭარაშვილი;
· თენგიზ შარმანაშვილი;
· სოზარ სუბარი;
· ალექსანდრე ტაბატაძე;
რაც შეეხება თეა წულუკიანს, ის ესტონეთმა პირველ ეტაპზე დაასანქცირა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
“ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეგლამენტით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება, პატიმრობით დაისაჯოს.
ასე მოხდა 8 პოლიტიკოსის შემთხვევაში.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გივი თარგამაძე, ირაკლი ოქრუაშვილი – ყველა მათგანი წულუკიანის კომისაიაზე გამოუცხადებლობის გამო ციხეში გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან