წმინდა სინოდმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო – დეტალები

3
სინოდის სხდომა დასრულდა – წმიდა სინოდმა საპატრიარქო ასაკზე და სხვა დეტალებზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო და გადადო.
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის განცხადებით, მომდევნო სხდომა გაფართოებული იქნება და სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
საორგანიზაციო საკითხები იყო, რაც შემდეგ სინოდზე უნდა იყოს განხილული. დადგენილება არ შეიცვალა – როცა ახალი პატრიარქი იქნება დადგენილი, დადგენილება მერე უნდა შეიცვალოს. სამებაში უნდა შევიკრიბოთ, – განაცხადა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა.
ეპისკოპოსები დახურულ კარს მიღმა 5 საათის განმავლობაში მსჯელობენ კრიტერიუმებზე, რომლითაც ქართული ეკლესიის ახალი მეთაური უნდა შეარჩიონ.   დღევანდელი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი კანდიდატის ასაკი და განათლება იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)