“წინასწარ იცოდით, რომ ნიკა მელია შეგაგინებდათ და ამისთვის გყავდათ მობილიზებული სწორედ ამ ადგილას 100 პოლიციელი?” – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი, შსს-ს იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელია, რომელსაც, ადვოკატების და თანაგუნდელების თქმით, წინასწარ მომზადებული გუნდი დახვდა დასაჭერად, ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს და წერს:
ახლა იმის მტკიცებას დაგვიწყებთ, თითქოს წინასწარ იცოდით, რომ ნიკა მელია შეგაგინებდათ და ამისთვის გყავდათ მობილიზებული სწორედ ამ ადგილას 100 პოლიციელი? იცით, ყველაზე დიდი დამნაშავეები და ნაძირლები რომლები ხართ? ვინც საკუთარი სიჩუმით მხარს უჭერთ ასეთ უკანონობას და საკუთარ პოზიციას და/ან პოზიციის არქონას ნიკა მელიას “ნაცობით” ამართლებთ! ასეთებისთვის რამის ახსნას აზრი არ აქვს! თქვენ ხართ სულიერი მემკვიდრეები იმ ხალხის, ვინც 30-იან წლებში მასობრივ რეპრესიებს ტაშს უკრავდნენ, ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ დისიდენტებზე დანოსებს წერდნენ, ამავე დროს საქართველოს სიყვარულს ფიცულობდნენ, საბჭოთა ხელისუფლების ყველა უმსგავსობას სოციალისტური სამშობლოს დაცვით, საბჭოთა პატრიოტიზმით და დასავლეთის იმპერიალისტურ ძალებთან ბრძოლით ამართლებდნენ! აი, ეს ხალხი ხართ თქვენ, ქართველო “Homo Sovetikus”-ებო!

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?