წელს კომპანიების 48%-მა დასაქმებულებს ხელფასი გაუზარდეს – რომელ სექტორებში გაიზარდა ანაზღაურება ყველაზე მეტად

2024 წლის I კვარტალში კომპანიათა 48%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები. ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ინდექსის კვლევაში წერს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული ზრდა შესაძლოა უკავშირდებოდეს კომპანიების მიერ I კვარტალში დასაქმებულთა ხელფასების გადახედვას.
რაც შეეხება დეტალურ მონაცემებს სექტორების მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში, ვაჭრობის სექტორში კომპანიათა ყველაზე დიდმა ნაწილმა დააფიქსირა დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდა. 2024 წლის II კვარტალში კი დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას კომპანიათა ყველაზე დიდი წილი (30%) მშენებლობის სექტორში გეგმავს.
I კვარტალში ხელფასები მხოლოდ მომსახურების სექტორში მომუშავე კომპანიების 6%-მა შეამცირა. სხვა ყველა სექტორში ხელფასები ან გაიზარდა, ან უცვლელად დარჩა.
· ვაჭრობის სექტორი – ზრდა კომპანიების 61%, უცვლელი 39%;
· მომსახურების სექტორი – ზრდა კომპანიების 39%, უცვლელი 56%, შემცირება 6%;
· მრეწველობის სექტორი – ზრდა 50%, უცვლელი 50%;
· მშენებლობის სექტორი – გაზრდა 40%, შემცირება 60%.
გამოკითხულ კომპანიათა შორის, ვინც 2024 წლის I კვარტალში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა დააფიქსირა, უმრავლესობამ (87%-მა) 2024 წლის I კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურება 20%-მდე გაზარდა. 2024 წლის I კვარტალში, გამოკითხულ კომპანიების მხოლოდ 2%-მა გაზარდა დასაქმებულთა ანაზღაურება 40%-ზე მეტად.

ასევე დაგაინტერესებთ