4 სახიფათო გზავნილი მომხვდა ყურში – გიორგი შაგიძე ივანიშვილის გამოსვლაზე

მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Miab-ის ქართველი გენერალური დირექტორი, გიორგი შაგიძე ს გამოსვლიდან 4 გზავნილს გამოყოფს, რომელიც მის შეფასებით, სახიფათოა.
„სამწუხაროდ, 4 სახიფათო გზავნილი მომხვდა ყურში ამ გამოსვლაში:
· ყველა ქვეყნის მეგობარი ვინც აქამდე მოგვიყვანა გლობალური ომის პარტიიდან არისო და მტრად გამოცხადდა;
· ეს დრო კარგად შევარჩიე კანონისთვისო, ენერგიის დაცლა მოხდება შემოდგომის ნაცვლად ახლა;
· ჩვენ იანუკოვიჩის მთავრობა არ ვართო; არ ვიცი აქ ალბათ არ შეცდეთ ყველაფერს ვაკონტროლებთო;
· არჩევნების მერე კოლექტიურ ნაცმოძრაობას დავასრულებო (აქ სიტყვა კოლექტიური არის მნიშვნელოვანი, ანუ ყველას პრაქტიკულად).
ამ პოსტშიც დავწერ, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შანსი გახდეს ევროპის წევრი. ასეთი შანსი 100-200 და შეიძლება 800 წლის განმავლობაშიც არ გვქონია, ამის არ გამოყენება არის დაუშვებელი”, – წერს გიორგი შაგიძე სოციალურ ქსელში.