წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიასა და ჩვენს იდენტობას – ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა მიმართულია პირდაპირ სახელმწიფოს, ეკლესიისა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ჩვენი ქართული იდენტობა, – განაცხადა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიასა და იდენტობას.
“ეს არ არის ახალი. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანების, რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა მიმართულია პირდაპირ სახელმწიფოს, ეკლესიისა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაზეც დგას ჩვენი ქართული იდენტობა. ეს არის მათი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი და მთავარი მიმართულება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ. ამას, პირველ რიგში, ქართული საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს და აუცილებლად დაუპირისპირდება. მორიგი განაჩენი დადგება ამ საპარლამენტო ს შემდეგ. წარმატების ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიასა და ჩვენს იდენტობას“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ ასეთი მეთოდებით ვინმე ამჟღავნებს რუსოფობიურ პატრიოტიზმს იმ აგრესიული მეზობლის მიმართ, რომელიც ამ ეტაპზე შენი ქვეყნის “მხოლოდ 20%-ის ოკუპანტია”, და თანაც 40 ათასი სანქციის გამოცხადების ფონზე უკვე ფეხებზე ჰკიდია, ვინ რას ეტყვის – დასაჯარიმებელი კი არა, “ვირის აბანოშია” შესაგდები