წამზომი ჩართულია – კურიერები და ბაიკერები კალაძეს ერთკვირიან ვადას აძლევენ

თბილისში პროტესტის ახალმა ტალღამ იფეთქა – კურიერები და ბაიკერები მოძრაობის უსაფრთხოებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბასლაინებზე მათი მოძრაობა დასაშვები უნდა გახდეს.
“ვოლტისა” და “გლოვოს” კურიერები შერჩევით სამართალზე საუბრობენ და პირდაპირ აცხადებენ, რომ ბასლაინზე სამთავრობო მანქანები გადაადგილდებიან, ხოლო ბაიკერებს ამის უფლებას არ აძლევენ.
ამ მოთხოვნით პროტესტის რეჟიმში გადასულმა ადამიანებმა თბილისის მერს ოფიციალურად გასულ კვირას მიმართეს, თუმცა მათი განცხადებით, მერია მათ საჭიროებას არ იმჩნევს.
პროტესტის მონაწილეები კახა კალაძეს 1 კვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
ბასლაინების დახაზვის შემდეგ მასში ძირითადად მოძრაობენ შკოდები, ნარუშილოვკიანი მანქანები, სამთავრობო მანქანები და რეალურად მართლა ვისაც სჭირდებათ მანდ მოძრაობა, არ აქვთ საშუალება. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ ბაიკებს, მოპედებს ჰქონდეთ მოძრაობის უფლება ბასლაინზე. კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ჩვენი გადახდილი გადასახადებით ვუხდით ხელფასს, ისიც კი არ იკადრეს, რომ რომელიმე გამოსულიყო და პასუხისმგებელი ადამიანი დაგვლაპარაკებოდა. მერიისგან ამასაც ვითხოვდით, რომ ან წილოსანი ჩამოსულიყო, ან კალაძე და არცერთმა არ იკადრა ჩამოსვლა”, – ამბობს აქციის მონაწილე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა