„ძლიერი საქართველოს“ შტაბში ქოლ-ცენტრი ამოქმედდა

“ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბში ქოლ ცენტრმა დაიწყო ფუნქციონირება. ოპოზიციური კოალიციის წევრები საკუთარ ამომრჩეველს პირადად უკავშირდებიან და თითოეულ მათგანს ახსენებენ, რომ ხვალ არჩევნებზე მისვლა მნიშვნელოვანია. მოქალაქეებს ესაუბრებიან მათ შორის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებიც.
“ძლიერ საქართველოში” ამბობენ, რომ “ოცნების” შესასუსტებლად ბრძოლის ყველა გზის გამოყენებაა საჭირო.
დღეს თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი მაჟორიტარები და ჩვენი ერთობლივი კანდიდატი მერობის ირაკლი კუპრაძე არიან პირდაპირ კომუნიკაციაში ჩვენს მომარჩეველთან, სატელეფონო კომუნიკაციაში. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო და მივმართო თბილისელებს, რომ პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის. ჩვენი მოწოდებაა, რომ გამოდით და თქვენს ხმას ნუ აჩუქებთ კახა კალაძეს. თუ ჩვენ გვინდა ცვლილება, ყველა ფრონტზე უნდა ვიბრძოლოთ, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ აქტივობის მზაობის თვალსაზრისით, სურათი იმედის მომცემია.
ძალიან იმედის მომცემი სურათი ჩანს აქტივობის მზაობის კუთხით. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მთავარია არ დავუშვათ ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიაღწიოს იმას, რაც მას სურდა – დაბალი გამოცხადება. ეს არის “ქართული ოცნების” სურვილი, იმიტომ, რომ დაბალი გამოცხადების პირობებში, ის მიაღწევდა მისთვის სრულიად არაბუნებრივ პროცენტულ მხარდაჭერას, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…

ონისე ოქრიაშვილის მეუღლე – ქუჩაში გააჩერა სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა – დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ