„ძალიან რომ გაგიჭირდებათ, გაიხსენეთ … გფარავდეთ ბრძოლის ღმერთი“ – ზურაბ გურული

-ში მცხოვრები ექიმი სოციალურ ქსელში წერს:
„ძალიან რომ გაგიჭირდებათ, რადგან ნახევარ ქვეყანაზე მეტს ცალ ფეხზე ჰკიდია თქვენი ბედ-იღბალი ახლაც და მომავალშიც; რადგან იმ ადამიანების უმრავლესობას, რომლებსაც სიტყვა ეთქმით ქვეყანაში და გეიმედებათ, ან სიმამაცე აკლიათ, ან ვირეშმაკობა აქვთ მოჭარბებულად; რადგან თანამემამულეთა უმრავლესობა სახლში თბილად ისხდება და გაერთობა, როცა თქვენ უმოწყალოდ გირტყამენ, ცივ წყალს გასხამენ, რეზინის ტყვიებით თვალებს გთხრიან და წიწაკას გაფრქვევენ სახეში; რადგან თუ დამარცხდით, დაგცინებენ და თუ გაიმარჯვეთ, თქვენს გამარჯვებას თავისად სხვებიც მიითვლიან დაუმსახურებლად, მაშინ გაიხსენეთ, რომ თქვენ ადამიანთა იმ უმცირესობას მიეკუთვნებით, ვისაც ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც შეუძლია იბრძოლოს. ეს უმცირესობა მეომართა კასტაა; გამორჩეული კასტა; თავისთვისაც რომ იბრძვის და სხვებისთვისაც ბრძოლის ველზე. დანარჩენები … დანარჩენები უბრალოდ სეირის მაცქერალნი და აღმწერნი არიან; მეტი არაფერი. ეს მათი ბრალი არაა. ასეთებად შექმნა ბუნებამ. უდიდესი კაიფია თუ მოულოდნელად მეომარს აღმოაჩენ საკუთარ თავში. ეს იმას ნიშნავს რომ უმცირესობაში იქნები მუდამ, მაგრამ დიდებულ უმცირესობაში. ხმლით ხელში იბრძოლებ ბრძოლის ველზე და არა ხეზე ამძვრალი დააკვირდები ომს. შხამით დათვრები და არ მოიწამლები.
ძალიან რომ გაგიჭირდებათ, გაიხსენეთ …
გფარავდეთ ბრძოლის ღმერთი.“