„ძალიან ნათელია საქართველოს მოსახლეობისთვის ვინაა მტერი და ვინ პარტნიორი“ – სალომე ზურაბიშვილი პესკოვის განცხადებაზე

„ძალიან ნათელია საქართველოს მოსახლეობისთვის ვინაა მტერი და ვინ პარტნიორი“ – პესკოვის განცხადებაზე
ამ „რუსულ კანონს“ ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეარხ France24-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბიშვილმა ასევე უპასუხა ს პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვის განცხადებას, რომლის თქმითაც საქართველოში “ანტირუსული სენტიმენტები” გარე აქტორებისგან მოდის.
„არ ვიცი ვის გულისხმობენ, მაგრამ იმას გეტყვით, რომ ანტირუსულ სენტიმენტებს საქართველოში ის აღვივებს, ვინც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს, და სხვა არავინ. ასე რომ, ეს ძალიან ნათელია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, თუ ვინაა მტერი და ვინ არიან პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიზაციას, საქართველოს ინსტიტუტებს, საქართველოს განვითარებას წლების მანძილზე.
ძალიან გასაკვირია, რომ ამ რუსულ კანონს ამ ბოლო დღეების განმავლობაში მხარი რუსებმა დაუჭირეს, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორი ამბობს, რომ ის შეფერხება იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე. ასე რომ, ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან-ძალიან ნათელია“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ