ძალადობის მსხვერპლი ქალის აბორტის უფლებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო

ძალადობის მსხვერპლი ქალის აბორტის უფლებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ, სადავო კანონმდებლობა, 12 კვირის შემდეგ, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სავალდებულო საფუძვლად სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს განსაზღვრავს, რომლითაც დადგინდება, რომ ორსული ქალის მიმართ ჩადენილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული – გაუპატიურება.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების ხანგრძლივობა, როგორც წესი, აღემატება არა მხოლოდ აბორტისთვის დასაშვებ, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით საგამონაკლისოდ განსაზღვრულ 22 კვირიან ვადას, არამედ ზოგჯერ ორსულობის მთლიან პერიოდსაც კი.
„შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში, გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის შეუძლებელი ხდება, საგამონაკლისო წესის შესაბამისად, დადგენილ ვადაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის წარდგენა ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით.
კონსტიტუციური სარჩლის თანახმად, სადავო მოწესრიგების ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს უკანონო აბორტების შემცირება და, შედეგად, ქალთა ჯანმრთელობის დაცვა, თუმცა, მითითებული მიზანი მიღწევადია ნაკლებად მზღუდავი და ძალადობის მსხვერპლი ქალის ინტერესებზე უფრო მეტად მორგებული საშუალებებითაც. შესაბამისად, სახალხო დამცველის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არღვევს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი ქალის თავისუფალი განვითარების უფლებით და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობით დაცულ ავტონომიას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“