ძალადობდნენ და თან უღებდნენ, შემაძრწუნებელი ისტორიები მოყვნენ ახალგაზრდებმა – ადვოკატი

იურისტი ლაშა ტყეშელაძე გასულ ღამეს, აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით, ამბობს:
“ყველამ კარგად ვნახეთ, თუ როგორ ძალადობენ სკოლის მოსწავლეებზე, თუ როგორ ძალადობენ თავისუფალ ადამიანებზე. როგორ იძალადეს დაკავებულებზე, ეს ადამიანები დღემდე არიან საავადმყოფოში. დღეს მე მოვინახულე ეს ადამიანები და მომიყვნენ შემაძრწუნებელი ისტორია თუ როგორ იძალადა ხარებამ, ხარებას დაჯგუფებამ მათზე. როდესაც ამ ადამიანებს უკვე ბორკილები ედოთ, პოლიციის მანქანაში მივიდა ხარება თავის კრიმინალ დაჯგუფებასთან ერთად, თან უღებდა, თან ძალადობდა და აყენებდა შეურაცხყოფას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მე დღეს მთავარ პროკურორს მოვუწოდებ, რომ ეს ადამიანები გააჩეროს. ესენი არიან კრიმინალები და წაუყენოს ბრალი. მე მოვუწოდებ სახალხო დამცველს გამოვიდეს და ხმამაღლა ისაუბროს ამ კრიმინალებზე.” ამბობს ტყეშელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ