ცნობილი ხდება იმ ქართველი ქალის სახელი, რომელიც საფრანგეთში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ცნობილი ხდება იმ ქართველი ქალის სახელი, რომელიც საფრანგეთში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ირკვევა, ბრალდებული 28 წლის ლანა კ-ა.
მედიის ინფორმაციით, 5 შვილის დედამ მამაკაცი, სავარაუდოდ, თოკით გაგუდა, რადგან დაღუპულს დაზიანებები კისრის არეში აქვს მიყენებული. ცნობილია, რომ ბრალდებული გასული წლის აგვისტოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, შესაბამისი პროცედურები დაიწყო, თუმცა მალევე გაუქმდა, რადგან, საბოლოოდ, დაზარალებულმა ძალადობა უარყო.
წყვილის ხუთივე შვილი თავშესაფარში გადაიყვანეს. დანაშაული ქალაქ ტულონში მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება, ვინც არ ითანამშრომლებს, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი საკანონმდებლო ზომების გატარება