ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა კაცმა ყოფილ ცოლს 11 ჭრილობა მიაყენა

ციხიდან, ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა კაცმა ყოფილ ცოლს დანით 11 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა – ფაქტის შესახებ TV პირველს წყარო აწვდის ინფორმაციას.

“პირველებისთვის” მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, პოლიცია 30 წლის დავით ზურაბიშვილს ეძებს.

შემთხვევა ერთ-ერთ ჯიხურში მოხდა, სადაც დაჭრილი მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, კაცი დაწესებულებაში შევარდა და ქალს თავს დაესხა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილი შეაიარებულმა კაცმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით დატოვა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა, ამოიღეს ვიდეო-ჩანაწერები.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი სასჯელს ცოლზე ძალადობის ბრალდებით იხდიდა,  და 4 წლამდე პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მან თუმცა ციხე  მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, ვადაზე ადრე, ელექტრონული სამაჯურით დატოვა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება ორი, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ადევნების მუხლებით არის დაწყებული.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა