სოლიდარობა მათე დევიძეს და ანრი კვარაცხელიას! – სინდისის პატიმრების მხარდასაჭერი კიდევ ერთი საპროტესტო მსვლელობა სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იწყება.
თსუ-დან დაწყებული მსვლელობის ბოლო გაჩერებაც რუსთაველის გამზირია.
მე მათე დევიძის და ვარ და პირველ რიგში, მადლობა იმ ხალხს, ვინც გვერდში უდგას ყველა დაკავებულს, იმიტომ, რომ ახლა მათთვის მხარდაჭერა არის ყველაზე მთავარი. მათ გარდა არიან კიდევ ადამიანები, ვინც იბრძიან თავისუფლებისთვის და ეს ადამიანები ტყუილად არ დაუჭერიათ, ისინი ბრძოლის გამო დაიჭირეს, რადგან სამშობლო უყვართ. მათე, მინდა იყო კარგად, არ დაკარგო მხნეობა, მთელი საქართველო დგას თქვენს გვერდით!, – ამბობს მათე დევიძის და ტვ პირველთან.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტთან მიდიან, ხელში სანათები უკავიათ. “სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს”! “ცეცხლი ოლიგარქიას”! – სკანდირებენ ისინი.