ჩუღურეთში სპორტული მოედანი მოეწყო

ჩუღურეთის რაიონში, მარუაშვილის ქუჩის N50-ის მიმდებარედ ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რაიონში ყველაზე დიდი საფეხბურთო მოედანი 968 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო. შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო.
„ჩუღურეთის რაიონში საფეხბურთო მოედანი მოეწყო. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. ტერიტორია განათებული და ყველანაირად მოწესრიგებულია. ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა, რომ ჩუღურეთის რაიონში, მისი რელიეფიდან გამომდინარე, მოგვეძებნა დიდი სივრცე, სადაც მსგავსი პროექტის განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი. მიხარია, რომ ვხედავ სპორტულ ინფრასტრუქტურას, სადაც ჩვენს პატარებს ექნებათ შესაძლებლობა ვარჯიშის, განტვირთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურობაში. აქტიურად განვაგრძობთ ქალაქის აღმშენებლობას, განვითარებას, პარკების, რეკრეაციული არეალების, სპორტული სივრცეების მოწყობას, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია. მზად ვართ, გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს ქალაქსა და თანაქალაქელებზე. მომდევნო ოთხი წელი თბილისისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება“, – განაცხადა მ.
პროექტის ფარგლებში, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ტრიბუნები, ტერიტორია შემოიღობა ლითონის ბადით და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. პროექტის ღირებულებამ 505 000 ლარი შეადგინა.
სპორტული მოედნის გახსნის შემდეგ გაიმართა კონცერტი ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით.
განახლებული ინფრასტრუქტურა, დედაქალაქის მერთან ერთად, ჩუღურეთის გამგებელმა დავით მაქაცარიამ, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩიკვილაძემ და პარლამენტის დელეგატმა რიმა ბერაძემ დაათვალიერეს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი: მე ვარ დასანქცირებული. ჩავთვალოთ, რომ, დღეს არ მიკეთია ბროში, მაგრამ ბროში რომ მიკეთია, იმის მაგივრად მიკეთია ყვითელი ვარსკვლავი, თუ ჩავთვლი, რომ სანქცია არის ჩემთვის ყვითელი ვარსკვლავი, რომ ვარ მე მიუღებელი

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ