ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს – მეორე ტური 8 მაისს გაიმართება

ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს, მეორე ტური 8 მაისს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 89,98%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის კანდიდატი, გორდანა სილიანოვსკა ამომრჩეველთა 39,9%-ის მხარდაჭერით ლიდერობს. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ ხმების 19,9% მიიღო, ხოლო მესამე ადგილს ხმების 13.6%-ით საგარეო საქმეთა მინისტრი, ბუიარ ოსმანი იკავებს.
პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 49,75% შეადგინა. ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 მაისს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ