ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
„ჩინეთში ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. შანხაიში გაიმართება გამოფენა, რომელშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას, როგორც საპატიო სტუმარი. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად და გასაღრმავებლად. ამ გამოფენის ფარგლებში შედგება პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა საკითხების განხილვებისთვის და ურთიერთობების გაძლიერებისთვის. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას, ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ეს ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა