მინიმუმ 35 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის ქალაქ ჟუჰაიში ავტომობილი სტადიონთან სავარჯიშოდ შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებს შეეჯახა, – ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი, 62 წლის მამაკაცი გაქცევის მცდელობისას დააკავეს და ის ამჟამად, თვითდაზიანებების გამო, კომაში იმყოფება.
წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი განქორწინების შემდეგ ქონების გაყოფასთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას უკავშირდება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.