ჩინეთსა და საქართველოს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ და ეს ვიზიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თანამშრომლობის უფრო გასაფართოებლად – ჩენ ძინგი ირაკლი კობახიძეს

„ქართული ოცნების” დელეგაციამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჩენ ძინგთან შეხვედრა გამართა. ჩენ ძინგის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების დადებით დინამიკას მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ხელს კიდევ უფრო შეუწყობს.
„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ, შანხაიში გხედავთ. მე ნამყოფი ვარ საქართველოში და მახსოვს, თქვენი ქვეყანა დიდი შთაბეჭდილებებით დავტოვე. მოხარულები ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების დინამიკით. ჩვენს ქვეყნებს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ და ეს ვიზიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თანამშრომლობის უფრო გასაფართოებლად.” – განაცხადა ჩენ ძინგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა