„ჩინეთი -ს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ“ გაათავისუფლოს მადურო და მისი მეუღლე

ჩინეთმა -ს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აშშ-ში, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, რომლებიც ვენესუელაში ჩატარებული ამერიკული სამხედრო ოპერაციის შედეგად კარაკასში დააკავეს.
„ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, უზრუნველყოს პრეზიდენტ მადუროსა და მისი მეუღლის პირადი უსაფრთხოება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე, შეწყვიტოს ვენესუელის რეჟიმის დამხობის მცდელობები და საკითხი დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს“, – ნათქვამია პეკინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც CNN ავრცელებს.
ცოტა ხნით ადრე ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ „ჩინეთი ღრმად შოკირებულია და მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ ძალის აშკარა გამოყენებას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ…აშშ-ის ასეთი ჰეგემონიური ქმედებები სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ვენესუელის სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონში“
„ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, დაიცვას საერთაშორისო სამართალი, გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები და შეწყვიტოს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დარღვევა“.
აშშ-ს თავდასხმა ვენესუელაზე ასევე დაგმეს რუსეთმა და ირანმა.
გაეროს გენერალური მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა აშშ-ს ამ ნაბიჯს “სახიფათო პრეცედენტი“ უწოდა. 5 იანვარს ამ საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნა, რომლის გამართვა სა და ჩინეთის მხარდაჭერით კოლუმბიამ მოითხოვა.
ფორუმი