ჩინეთი ამერიკელი ტურისტებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს

ჩინეთი ამერიკელი ტურისტებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო ავრცელებს.
აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ცნობით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამერიკელ ტურისტებს ჩინეთის სავიზო განაცხადის შევსებისას მოთხოვნილი საბუთების ნაკლები რაოდენობით წარდგენა დასჭირდებათ.
ჩინეთის ტურისტული ვიზის მისაღებად ამერიკელებისთვის მოსაწვევი წერილის, ავიაბილეთისა და სასტუმროს ჯავშნის წარდგენა აუცილებელი აღარ იქნება. ჩინეთის ეს ნაბიჯი, COVID-19 პანდემიის შემდეგ, ტურიზმის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)