,,ჩვენ ყველანაირი პირობა გვაქვს იმისთვის, რომ მოქალაქეები დაბრუნდნენ და თან დაბრუნდნენ სამუდამოდ“ – ლადო ბოჟაძე

,,ქართული ოცნების” წევრი, ლადო ბოჟაძე:
,,ჩვენ ყველანაირი პირობა გვაქვს იმისთვის, რომ მოქალაქეები დაბრუნდნენ და თან დაბრუნდნენ სამუდამოდ, ამიტომ შესაძლოა საარჩევნო ხმის გამოყენების უფლებაც იყოს მიზეზი და საშუალება, რომ ისინი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ. თქვენ იცით, რომ შარშან ჩვენ გვქონდა დადებითი სალტო ამ თვალსაზრისით, უამრავ პროგრამას ახორციელებს სახელმწიფო.
რაც შეეხება გარე გავლენებს, სულ უფრო ხშირად საუბრობენ ამერიკის, ევროკავშირისა და სხვადასხვა ქვეყნის გარე ჩარევებზე და როდესაც საზღვარგარეთ იმყოფება ადამიანი და წლებია საკუთარ ქვეყანასთან კომუნიკაცია არ ჰქონია, არ იცის რეალური მდგომარეობა, შესაძლებელია მათ სწორად ინფორმირებული არჩევანი ვერ გააკეთონ. “

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!