„ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ვართ ბირთვული ძალა“ – ემანუელ მაკრონი ბირთვულ ომთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე

„ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ვართ ბირთვული ძალა“ – ბირთვულ ომთან დაკავშირებით ს განცხადებაზე
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ბირთვულ ომთან დაკავშირებით რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საფრანგეთმა დაცულად უნდა იგრძნოს თავი, რადგან ის ბირთვული სახელმწიფოა. საფრანგეთის ლიდერმა ტელეკომპანია TF1-თან და France 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მუქარა შეუსაბამოა, როცა „შენ გაქვს ბირთვული იარაღი“.
„ჩვენ, პირველ რიგში, დაცულად უნდა ვიგრძნოთ თავი, რადგან ჩვენ ვართ ბირთვული ძალა. ჩვენ მზად ვართ, გვაქვს დოქტრინა“, – განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, რუსეთი მზად არის ბირთვული ომისთვის, თუმცა ის ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ საფრთხე შეექმნება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას და ზიანი მიადგება ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
წყარო: ipn

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი