“ჩვენ ვეძებთ დარბაზს ალექსეისთან საჯაროდ გამოსამშვიდობებლად” – ნავალნის სპიკერი

როგორც ს სპიკერის, კირა იარმიშის, ცნობიდან ირკვევა, რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან საჯარო დამშვიდობება ამ სამუშაო კვირის ბოლოს, ანუ 1 მარტამდე იგეგმება.
“ჩვენ ვეძებთ დარბაზს ალექსეისთან საჯაროდ გამოსამშვიდობებლად. დრო: ამ სამუშაო კვირის ბოლომდე. თუ თქვენ გაქვთ სათანადო შენობა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ”, – წერს იარმიში სოციალურ ქსელ X-ში.
ს ოპოზიციის ლიდერი და ანტიკორუფციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა სასჯელაღსრულების კოლონიაში. პოლიტიკოსი 47 წლის იყო.
ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას, ლუდმილა ნავალნაიას პოლიტიკოსის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს, 24 თებერვალს გადასცეს. მანამდე რუსეთის ხელისუფლება უარს ამბობდა ცხედრის გადაცემაზე და აცხადებდა, რომ მიმდინარეობდა საგამოძიებო ქმედება.
ალექსეი ნავალნის თანამოაზრეებმა განაცხადეს, რომ საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა ლუდმილა ნავალნაიას შვილის ცხედრის გადაცემის სანაცვლოდ მოითხოვეს, რომ დათანხმდებოდა ალექსეი ნავალნის ფარულ დაკრძალვას. ნავალნის დედამ უარი თქვა ამ მოთხოვნების შესრულებაზე.
რუსეთის ლიდერის ს სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს ალექსეი ნავალნის დედაზე, შვილის დაკრძალვასთან დაკავშირებით, ზეწოლა არ მოუხდენია. გარდა ამისა, პესკოვის თქმით, პრეზიდენტ პუტინს არ მიუღია ცხედრის გადაცემის გადაწყვეტილება, რადგან “სახელმწიფოს მეთაური ამ საკითხებს არანაირად არ არეგულირებს.”

ასევე დაგაინტერესებთ