“ჩვენ ეს ნივთიერება დავტესტეთ 2009 წელს, ან 2009 წლამდე. ეს მოხდა იალღუჯაზე… ზედმეტად მომწამვლელი იყო და დაილუქა” – გდდ-ის შეიარაღების განყოფილების ყოფილი უფროსი

“ჩვენ ეს ნივთიერება დავტესტეთ 2009 წელს, ან 2009 წლამდე. ეს მოხდა იალღუჯაზე… ზედმეტად მომწამვლელი იყო და დაილუქა” – გდდ-ის შეიარაღების განყოფილების ყოფილი უფროსი
,,ფორმულასთან” ინტერვიუში BBC-ის საგამოძიებო ფილმის საკვანძო რესპონდენტმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების განყოფილების ყოფილმა უფროსმა, ლაშა შერგელაშვილმა განაცხადა:
,,მე ქიმიკოსი არ ვარ, არ ვიცი მისი შემადგენლობა. მე მხოლოდ ის ვიცი, თუ როგორ იყო ეს პრაქტიკაში, როგორ გამოიყენებოდა ეს, და რაც პირადად ჩემი თვალით მაქვს ნანახი – მხოლოდ ის შემიძლია მოგახსენოთ, რომ როდესაც მასას ერთმანეთში აზავებდნენ, ორი პიროვნება იყო ყოველთვის შეზავების პროცესში. მე შორიდან მაქვს ეს ნანახი, იქ ახლოს ვერ მივიდოდი. ისინი სპეციალურ კომბინეზონებში ჩაცმულები იყვნენ, აირწინაღები ეკეთათ, ხელთათმანებით აღჭურვილები და ამგვარ პროცესით ურევდნენ ერთმანეთში ამ ქიმიურ ფხვნილს და სითხეს. მე ვერ გეტყვით და ვერ გიპასუხებთ, რამდენად მართებულია სუს-ის განცხადება, მაგრამ შემიძლია ჩემი მოსაზრება გითხრათ – ისინი ტყუიან. მათ ბევრი რამე დამალეს…
…ჩვენ ეს ნივთიერება დავტესტეთ 2009 წელს, ან 2009 წლამდე. ეს მოხდა იალღუჯაზე. ჩვენ ყოველთვის ვტესტავდით ნებისმიერ საშუალებას იმისათვის, რომ გაგვეგო, მისი რეაქცია როგორი იქნებოდა. ტესტირების დროს იქ იყო უამრავი ადამიანი, მარტო მე არ ვყოფილვარ. შემცველობა ამ შენაერთების ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა. მე ვიცოდი, იმიტომ რომ პასუხისმგებელი ვიყავი, ვინაიდან ჩემს აღრიცხვაზე იყო. იცოდა ჩემმა ხელმძღვანელობამ, რომელიც ზემოდან აკვირდებოდა ამ პროცესებს და მათ შორის კიდევ მაღალი თანამდებობის პირები.
ამ პროცესში, როდესაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე მანამდე მიღებული რომელიმე წიწაკის გაზი, რომელიც მანამდე არაერთხელ დავტესტეთ, მოვახსენეთ, რომ ასეთი პროცესები იყო. ადამიანს ხანგრძლივად უვითარდება მოწამვლის პროცესები, შემდეგ ემართება ღებინებები და ა.შ. ჩვენ ტესტირების მომენტში შევთავაზეთ, რომ არ იქნებოდა ამის გამოყენება სასურველი. და სხვათა შორის, მაშინვე თქვეს, რომ თუ ეს ასეთი თემა იყო, არ გამოვიყენოთ. აქედან გამომდინარე მოხდა ამის დალუქვა”, – განაცხადა შერგელაშვილმა.
გიორგი თარგამაძს შეკითხვაზე, რატომ გაუჩნდა ეჭვი, რომ 2020 წლის 8 ნოემბერს, საპარლამენტო ს შემდეგ, ს შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენეს, შერგელაშვილი პასუხობს, რომ მანდ ეს ზუსტად იცის.
“ზუსტად ვიცი, რომ ეს იყო გამოყენებული”, – განაცხადა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების განყოფილების ყოფილმა უფროსმა.