“ჩვენ, ემიგრანტები, მოვუწოდებთ ყველა პროდასავლურ პარტიას, მხარი დაუჭირონ ბოიკოტს” – ხელმომწერ ორგანიზაციათა სია

“ბოიკოტი – თანამშრომლობა სინდისთან და არა რეჟიმთან!
“თამარიელი”, “ცხრათვალა”, “გზა”, “პლატფორმა 2025”, “ქართული თემი დიდ ბრიტანეთში”, ემიგრანტთა გაერთიანება “დასი” და ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მხარს ვუჭერთ ბოიკოტს და ვაფიქსირებთ ჩვენ ერთმნიშვნელოვან პოზიციას:
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არის პირდაპირი თანამშრომლობა არალეგიტიმურ მთავრობასა და “ქართული ოცნების” რეჟიმთან!
ეს, საქართველოს ევროპული და დემოკრატიული ინტერესების ღალატია!
საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევები (ISSA/პირისპირი გამოკითხვა) ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ბოიკოტს ემხრობა, კერძოდ:
43.3% ღიად უჭერს მხარს ბოიკოტს; 26.2% თვლის, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაშია მონაწილეობა მისაღები, თუკი იგი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდება და მხოლოდ 20.5% ემხრობა ოპოზიციის უპირობო მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში;
8 პარტიამ ოფიციალურად გამოუცხადა ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ მორიგ, რუსულ სპეცოპერაციას:
“თავისუფლების მოედანი”, “ევროპული საქართველო”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ახალი”, “გირჩი-მეტი თავისუფლება”, “დროა”, “ფედერალისტები”.
ჩვენ, ემიგრანტები, მივესალმებით ამ პარტიების მტკიცე პოზიციას და მოვუწოდებთ ყველა პროდასავლურ პარტიას, მხარი დაუჭირონ ბოიკოტს.
ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მაგრამ თითოეული მოქალაქის ხმა და პოზიცია მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროცესი არ არის “უბრალო” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები – ეს არის საერთაშორისო პროცესი, სადაც ფასდება, თუ ვინ თანამშრომლობს რეჟიმთან და ვინ იცავს თავისუფლებას, ღირსებას და ევროპულ მომავალს.
ბოიკოტი არ ნიშნავს უარს არჩევნებზე – ეს არის უარი იმიტაციაზე, ფარსსა და რუსულ მეთოდებზე!
რაც უფრო მეტნი ვიქნებით ამ პრინციპულ უარში, მით მალე მივაღწევთ მიზანს და გავიმარჯვებთ!
ერთიანი ბოიკოტი არის ქართველი ხალხის პოლიტიკური იმუნიტეტი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ – შემოუერთდი ბოიკოტს!
ძალა ერთობაშია!
გავიმარჯვებთ სახელოვნად!” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უერთდებიან:
ასოციაცია “თამარიელი”, “ცხრათვალა”, “გზა”, “პლატფორმა 2025″, ქართული თემი დიდ ბრიტანეთში”, ემიგრანტთა გაერთიანება “დასი” და დიასპორის აქტიური წევრები:
აშშ/ ნიუ-იორკი, ფილადელფია;
კანადა/ ოტავა;
საფრანგეთი/ პარიზი, მეცი, სტრაზბურგი, მილუზა, ტროა, ნიცა;
შვეიცარია/ ენდელბერგი;
გერმანია/ ბერლინი, ბარკენბერგი, ჰამბურგი, შტუტგარტი;
თურქეთი/ ანკარა, სტამბული, ბოდრუმი;
იტალია/ რომი, ფლორენცია, ვენეცია, მილანი, ნეაპოლი, ბარი, ლეჩე, სარდინია;
ლატვია/ რიგა;
საბერძნეთი/ ათენი, სალონიკი, ირაკლიო;
ავსტრალია/ მელბურნი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: სინამდვილეში გილაური არაფერ შუაშია, მას სხვა მიზნისთვის გლაგნიან ტალახში. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის თითქოს კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები – მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება