ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ საპარლამენტო არჩევნებს, პარლამენტში გვექნება ძალიან მყარი უმრავლესობა – ირაკლი კობახიძე

როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნებზე წარდგება ძალიან ბევრი ერთი, ორი და სამპროცენტიანი ოპოზიციური პარტია, ესენი არიან კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წევრები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სიებსა და კონკრეტულ დეტალებზე ვერ თანხმდებიან, უჭირთ გაერთიანება, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ,
მისი თქმით, რაც მეტი ერთი და ორპროცენტიანი პარტია შეიქმნება “ნაცმოძრაობის” წიაღში, მით უკეთესი პროცესების სწორად განვითარებისთვის.
“საბოლოო ჯამში, ეს მოგვცემს კარგ სურათს. საბოლოო სურათი იქნება ის, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, გვექნება მანდატების სოლიდური რაოდენობა, პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა. ვფიქრობ, რომ სწორედ ასე გაგრძელდება ეს პროცესები, რაც, საბოლოო ჯამში, შედეგად მოგვცემს “ქართული ოცნების” მორიგ, მეცხრე ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას. გვარამიას პარტიაც ამ პროცესების გაგრძელებაა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მეტი ერთი და ორპროცენტიანი პარტია შეიქმნება „ნაცმოძრაობის“ წიაღში, მით უკეთესი პროცესების სწორად განვითარებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

უკვე ჩვეულებრივ ამბავად იქცა, რომ სტრასბურგის სასამართლო ქართული არარსამთავრობოების საჩივრებს, ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით წარმოებაში არ იღებს – NGO სექტორი რაზეც ჩივის, სტრასბურგისთვის გასაგებია, მაგრამ ამას არ თვლის უსამართლობად!

სტრასბურგის სასამართლოს მიერ ქართული “NGO”-ს საჩივრის განუხილველად დატოვება ნათელი მტკიცებულებაა, რომ ე.წ. პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები იურიდიულად სრულიად გაკოტრებულნი არიან