ჩვენ დავადექით წალენჯიხის გზას და ეს გზა აუცილებლად ბოლომდე უნდა გავიაროთ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, “ქვეყანა დაადგა წალენჯიხის გზას” და “ეს გზა აუცილებლად ბოლომდე უნდა გავიაროთ”.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ადრე არჩეული ადამიანებიც უნდა დააბრუნონ და “ყველა შეცდომა უნდა იყოს გამოსწორებული”.
„მინდა, მივესალმო ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც ამერიკაში შეხვდნენ სოფო ჯაფარიძეს, მანამდე – გიორგი ვაშაძეს. რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად მუშაობს ლევან ხაბეიშვილი. ლევან ხაბეიშვილიც წარმოუდგენლად კარგად მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ იქნა დაშვებული შეცდომები, ყველა შეცდომა აღმოიფხვრას. ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან და დაბრუნდეს. ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, ჩემს თავზე ვიღებ ხელმძღვანელობას, ჩემს თავზე ვიღებ იმას, რომ პარტიის რეიკარნაცია მოახდინონ, პარტია გახსნილი იყოს სხვა კავშირებისთვის და სხვა ადამიანებისთვისაც. ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და ძალიან სწრაფი ტემპით ვიაროთ წინ.
როდესაც აქ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ჩვენ თუ არა, მაშინ ვინ. ჩვენ თუ არა, მაშინ ვინ იბრძოლებდა, ვინ გააკეთებდა. მზად ვარ, მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, ჩემს თავზე ავიღო ყველაფერი. ჩვენ დავადექით წალენჯიხის გზას და ეს გზა, აუცილებლად, ბოლომდე უნდა გავიაროთ. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პოლიტსაბჭოში ის ხალხი, ვინც გაყვანილ იქნენ. დღევანდელი პოლიტსაბჭო კიდევ უფრო ლეგიტიმური გახდება, თუ ადრე არჩეულ ხალხსაც დავაბრუნებთ. მე ვიქნები ამის კოორდინატორი და გარანტი, რომ იქ არავინ დაიჩაგრება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, 2021 წლის არჩევნებზე, წალენჯიხაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ სურს ექსპრეზიდენტს ქვეყნის “წალენჯიხის გზაზე” დაყენება.

ასევე დაგაინტერესებთ

ხოშტარია ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მას სასჯელი ისე განესაზღვრა, როგორც მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა. ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს

პრეზიდენტის მეუღლის წარუმატებლობამ გაუკუღმართებული აფთრისებური სიხარული აღუძრა ბნელ გულში და საშინელი, ჯოჯოხეთური ხმებით გადაავსეს ფეისბუკის სანახები – რაღაც ზომებია მისაღები, თორემ არაა მაინცადამაინც სასიამოვნო, ამდენი აფთრის ზნის ადამიანის ყურება