“ჩვენ ახლა თამაშის დრო არ გვაქვს” – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვა უნგრეთის პრემიერს

“ჩვენ ახლა თამაშის დრო არ გვაქვს”, – ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთის პრემიერს. ანალენა ბერბოკმა ვიქტორ ორბანს მოუწოდა, არ დაადოს ვეტო სთან ევროკავშირის გაფართოების მოლაპარაკებების დაწყებას და კიევისთვის ახალი ფინანსური დახმარების დამტკიცებას. “როცა ევროპაში მშვიდობა საფრთხის ქვეშაა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი და, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად უკრაინელები”, – განაცხადა ბერბოკმა.
ბერბოკის პასუხად კი, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი უკრაინის საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
“ჩვენ ვერ ვხედავთ აზრს, თუ რატომ იქნებოდა უკრაინასთან ნაჩქარევი მოლაპარაკებები ევროპისთვის მომგებიანი. უკრაინა ჯერ არ არის მზად გაწევრიანებისთვის. ჩვენ გთავაზობთ, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები მომდევნო კვირის დღის წესრიგიდან ამოვიღოთ”, – წერია უნგრეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება. პარალელურად, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის აღრიცხვა

პრემიერი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი