ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს და კონკრეტული ქვეყნის მაღალჩინოსნები ჩვენ გმირ ჯარისკაცებს უკან ეფარებოდნენ

ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს და კონკრეტული ქვეყნის მაღალჩინოსნები ჩვენ გმირ ჯარისკაცებს უკან ეფარებოდნენ
ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს და კონკრეტული ქვეყნის მაღალჩინოსნები ჩვენ გმირ ჯარისკაცებს უკან ეფარებოდნენ, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებისას.
„ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ძალიან ბევრი სისხლი დაღვარეს და კონკრეტული ქვეყნის მაღალჩინოსნები ჩვენ გმირ ჯარისკაცებს უკან ეფარებოდნენ. ეს ბიჭები იყვნენ ფრონტის წინა ხაზზე. როგორ ხდება ეს? ამ ბიჭების სიცოცხლე, აგვისტოს ომი დასრულდა, მორჩა? ანუ ეს არის ციფრები, წლები და დასრულდა და ახლა „ენჯეოების“ წვრთნების ინტერესი აქვს ვინმეს? ეს ყველას კიდევ ერთხელ უნდა აძლევდეს დაფიქრების საშუალებას, რომ ასეთი მიდგომით ჩვენ ერთობლივი სასიკეთო საქმეებისთვის მავანის ინტერესი შეიძლება უფრო დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ვაშინგტონმა მრავალეროვნჯული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“, ევროკავშირმა კი ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 30 მილიონი ევროს გამოყოფა შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სულელურია, ვინაიდან, არ არსებობს ისეთი გულუბრყვილო ადამიანი ე.წ. სანქცირებულთა შორის, რომელიც ამორს ან საერთოდ, ევროპარლამენტარებს ამ პრობლემის მოგვარებისთვის მიმართავს

როდესაც ევროპარლამენტარი ბრალდებას გვიყენებს, კეთილი ინებოს და მტკიცებულება დადოს. ვინაიდან ამ ყველაფერს კონკრეტული ფაქტები არ ახლავს, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგიც რიგითი ლობისტია და ამაში ფულს გამოიმუშავებს