„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განათლების სარდალი ბიზნესის ადმინისტრირების, ასევე განათლების ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. მან სტუდენტებთან თავდაცვის ძალებში სამხედრო კარიერული განვითარებისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
„შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს. მოგვიანებით, სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებსა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და აუდიტორიასთან „თავდაცვის კოდექსით“ გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრეს.
თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტი ქვეყნის მასშტაბით სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ხორციელდება. „ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს