“ჩვენი ხმა ევროკავშირს” – ამ სახელწოდებით მარში დედაქალაქში იმართება

“ჩვენი ხმა ევროკავშირს” – ამ სახელწოდებით, სამოქალაქო საზოგადოება მარშს მართავს. მოქალაქეები ერთი საათის წინ, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ევროპის მოედნის მიმართულებით გადაინაცვლეს. ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. მარშს უერთდება ც.
არასამთავრობო ორგანიზაციის “დემოკრატიის მცველები” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ დღევანდელი დღის მიზანი ევროკავშირისთვის გზავნილია, რომ ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს.
“დღევანდელი დღე გვინდა იყოს ევროკავშირისთვის გზავნილი, რომ ქართველი ხალხი შეიძლება რაღაცებში არ არის ერთიანი, მაგრამ ერთიანია იმასთან დაკავშირებით, რომ გვინდა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ეს გზავნილი წინ უნდა უძღოდეს ევროპული საბჭოს ლიდერების შეხვედრას 14-15 დეკემბერს, გადაწყვეტილების მიღების წინ,” – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დოროთე ყურაშვილი – ადამიანი, რომელიც ქართულ ეკლესიას ჩირქს სცხებს, სხვის შვილებს LGBT აქტივისტებთან დგომისკენ მოუწოდებს და უცხოური გავლენის ძალებს ემსახურება – არც მამაოა, არც მამა და არც ქართველი!

გაუგონარი და აღმაშფოთებელია ის საფუძველი, რომლითაც უმალავს გერმანიის მთავრობა საკუთარ პარლამენტს ინფორმაციას, რომ თითქოს, საქართველოში „ენჯეოების“ მიმართ არის რაღაც დევნა და მათ უფრთხილდებიან