ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია, რაც 2017 წელს, ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა

ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია, რაც 2017 წელს, ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა
ჩვენი საგარეო პოლიტიკა აქტიურად იქნება მიმართული საგარეო პოზიციების გაძლიერებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია, რაც, როგორც მოგეხსენებათ, 2017 წელს, ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი მ, საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განახადა.
კობახიძის თქმით, ხელისუფლების მიზანია, საქართველო 2030 წლისთვის ყველაზე უკეთ იყოს მომზადებული იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს.
“კანდიდატის სტატუსის მიღება იყო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი ევროინტეგრაციის მიმართულებით. ბუნებრივია, აქტიურად გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და 9 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა, რისთვისაც მთავრობას უკვე აქვს დამტკიცებული შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ჩვენი მიზანია და ეს აუცილებლად ასე იქნება , 2030 წლისთვის ვიყოთ ყველაზე უკეთ მომზადებული კანდიდატ ქვეყნებს შორის იმისათვის, რომ მივიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი.” – აღნიშნა მ.
მისივე განცხადებით, გაგრძელდება -სთან და ნატოსთან აქტიური თანამშრომლობა.
“გაგრძელდება თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერების კუთხით, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში – რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება. ასევე გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ნატოსთან. როგორც ასპირანტი ქვეყანა, საქართველო განაგრძობს ინტეგრაციის ძირითადი ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებას, წვრთნებსა და სწავლებებში მონაწილეობას, აგრეთვე პრაქტიკულ და პოლიტიკურ თანამშრომლობას ინდივიდუალურად მორგებული პროგრამის ფარგლებში.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Previous: ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება – ირაკლი კობახიძე

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: სპეცრაზმმა იმდენი იხტუნავა ჩემს ზურგზე და მუცელზე, რომ საბოლოოდ, მუცლის ბადე ჩამეშალა, ხერხემალი დამიზიანდა, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ – მიწაზე ვიწექით, ოთხი ადამიანი გვიჭერდა და ზემოდან დახტუნავდნენ ჩვენზე

მეგის ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა იქიდან უთხრეს არ გაისროლოო, დიდი გაურკვევლობა იყო, ჩანდა ჩვენი დაკავება მათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა