ჩვენი სექტანტების მხრიდან კრემლის აგენტუროფილია ძალიან გულის ამაჩუყებელია

„ალექსეი („ვლადიმერ“) ნავალნის სიკვდილი როგორ უნდა გიხაროდეს, უბრალოდ, ნაცების ხელში ნებისმიერი სამგლოვიარო პროცესია ფარსად და ცირკად იქცევა, როგორც წესი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას კრემლის აგენტებით აღფრთოვანება ახასიათებს.
„ნადეჟდა (რომან გოცირიძისთვის – „ლარისა” იყოს) სავჩენკო გამახსენდა, რომელიც 2014 წელს რუსეთმა ჯერ დააპატიმრა, მიუსაჯა 22 წელი, ხოლო 2016 წელს პუტინის მიერ ამნისტირებული იქნა. ამ შუალედში ნაცები, სექტამედია, ყოველდღიურად ტელეეკრანებიდან, ს საელჩოს შენობასთან აფრქვევდნენ მის მხარდამჭერ პათოსს.
იმ დღეებში სავჩენკოს გულისთვის ნებისმიერი ნაცი საჯაროდ ჰარაკირიზე იყო წამსვლელი… სავჩენკო გამოუშვეს, ჯერ რადას დეპუტატად, მერე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრად გახადეს. სავჩენკო ჯერ კიდევ ჩვენი სექტანტების ნომერ პირველი ანტიპუნისტი იყო. მერე ში მას პუტინის აგენტობა დააბრალეს და 2018 წელს უკრაინის უშიშროების სამსახურმა რადას შენობაში დააპატიმრა.
როგორც ჩანს, პუტინის უშუალო ზეწოლით, 2019 წელს იგი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა უარით უპასუხეს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე. მას შემდეგ, ნაცების ოდესღაც საყვარელი „ანტიპუტინისტის”, სავჩენკოს გამოთავისუფლებული „ვაკანსია” ჯერ გონჩარენკოს მოარგეს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ერთი, რომ დედა არ აგინა სააკაშვილს სავიკ შუსტერის სტუდიაში. მერე ეს საპატიო ადგილი ლЮსЯ არესტოვიჩს ერგო, რომელიც ასევე, რატომღაც, მგონი, პუტინის აგენტი აღმოჩნდა. ამჟამად ეს მისია ალექსი ნავალნის ერგო. ჩვენი სექტანტების მხრიდან კრემლის აგენტუროფილია ძალიან გულის ამაჩუყებელი და ძაან-ძაან საყვარელია!“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიდგორობას ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა, დღეს ქართველი ერის თანამედროვე დიდგორი არის ბრძოლა ქვეყნის საბოლოო გამთლიანებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის

ვისაც აზროვნებისა და მეხსიერების პრობლემა არ აქვს, გაიხსენებს, რომ უკრაინის მსგავსად, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოსთვისაც, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გაუქმება იყო

იმის მიუხედავად, რომ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების უკან დიპ სტეიტი, იგივე არაფორმალური ოლიგაქრიული მმართველობა დგას, ნებისმიერ ფასად, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დაცვა იდეოლოგიური შტურმისგან