„ჩვენი მომავალი არის ევროპა“ — ზაზა თელია

„ჩვენი მომავალი არის ევროპა. არ განიხილება არც საბჭოთა კავშირი, არც . არც განათლების და არც ნებისმიერი სხვა მიმართულებით. ამას ვადასტურებ 100%-ით,“ — ამბობს დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ნეტგაზეთთან საუბრისას კითხვაზე, როგორ აფასებს რუსული კანონის მიღების პერსპექტივას საქართველოში. თუმცა ის აღნიშნავს, რომ კანონპროექტს არ იცნობს და მის განხილვას ვერ შეძლებს.
„კანონპროექტს ვერ განვიხილავ და შევაფასებ იმიტომ, რომ არ ვიცნობ, არ წამიკითხავს, არ ვიცი, რა წერია და როგორ. თუ სანქცირება მოხდება ისეთი ქვეყნების, რომლებიც ჩვენი მტერი ქვეყნებია და მათგან წამოსული დაფინანსების, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ იქნას მიღებული კანონი, რომელიც ამათ სანქცირებას მოახდენს.
მაგრამ თუ სანქცირება შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან და ჩვენი განვითარებისთვის თანხებსაც ხარჯავენ, რა თქმა უნდა, მაშინ არ უნდა იქნას მიღებული,“ — ამბობს ზაზა თელია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალების მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა მონაწილეობა ვერ გარისკა