“ჩვენი მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს” – ილჰამ ალიევი საქართველო – აზერბაიჯანზე

აზერბაიჯანის პრეზიდენტი “ტვიტერზე” წერს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან.

როგორც ალიევი აღნიშნავს, ორი ქვეყნის მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს.

“საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან, ჩვენი მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს.საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულ და კეთილმეზობლურ გარემოში. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა აგებულია ამ ძლიერ ფუნდამენტზე”, – აღნიშნავს ილჰამ ალიევი.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ „გამჭვირვალობის კანონი“ პოლიტიკურ ურთიერთობაში არამართლზომიერი ჩარევის და დაჩრდილული ველების ადგილს არ დატოვებს, ეს კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორობის, ნდობის და თანამშრომლობის ხარისხს საქართველოსა და აშშ-ს შორის

“ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი, ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში?” – ღარიბაშვილის სკანდალური განცხადება