ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია სხვადასხვა თვალსაზრისით – ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის – ირაკლი კობახიძე

ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მინისტრ ლიუ ძინჩაოსთან, მინისტრის მოადგილესთან, ასევე სახელმწიფო საბჭოსთან არსებული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობასთან.
„შევხვდით მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, ასევე მინისტრის მოადგილეს, ასევე შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო საბჭოსთან არსებული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობასთან. ძალიან საინტერესოა საუბარი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შარშანდელი წელი იყო ისტორიული ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ჩვენი მიზანია ბუნებრივია, ამ თანამშრომლობის შეთანხმების სათანადო იმპლემენტაციის უზრუნველყოფა და ამას ემსახურება ჩვენი ვიზიტი. არის ბევრი სფერო, სადაც შესაძლებელია ურთიერთობების გაღრმავება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ასპექტის გაღრმავება, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ამას უნდა ჰქონდეს ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობების განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

რატომ არის ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებული? ციფრებს დავაკვირდეთ, 17%-ით გაიზარდა დაფინანსება ეკონომიკის, 16%-ით გაიზარდა დეპოზიტები პიროვნებების და დაახლოებით 13%-ით – იურიდიული პირების – სხვა როგორ უნდა შეაფასო თუ არა დადებითად

“თიბისისა” და “საქართველოს ბანკის” აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა – ბანკების აქციების მყიდველი კარგად ნაცნობი “ბლექ როქია”, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია

„დიფ სთეითმა“ რასაც ვერ მიაღწია ქუჩით, სურს მიაღწიოს ფულით! ამჯერად მისი სამიზნე ფინანსური ინსტიტუტები „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკია“ და სწორედ მათ ხელში ჩაგდებას ცდილობს შავი ძალა „დიფ სთეითის“ სახით