ჩვენი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში გარდაუვალია, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიოს – ირაკლი კობახიძე

ჩვენი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში გარდაუვალია. ჩვენი მაჩვენებელი დღეს არის დაახლოებით 60%-მდე, აქედან გამომდინარე, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიოს, ეს ყველაფერი თვითონ შექმნეს – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2024 წელს ხელისუფლების ამოცანაა ქვეყნის შემდგომი წინსვლა.
“იქნება მნიშვნელოვანი წელი, მათ შორის იმ კუთხით, რომ იქნება საპარლამენტო არჩევნები. დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას, ექნება წინსვლა, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი და ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ მომავალ წელსაც. ჩვენი გამარჯვება ამ საპარლამენტო არჩევნებში გარდაუვალია. ჩვენი მაჩვენებელი დღეს არის დაახლოებით 60%-მდე, აქედან გამომდინარე ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს ამ არჩევნებში, ეს ყველაფერი თვითონ შექმნეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად