„ჩვენი არაჩვეულებრივი დედა ენა არის ის, რაც გვაერთიანებს“ – პრეზიდენტი

პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეებს დედა ენის დღეს ულოცავს.
„ჩვენი არაჩვეულებრივი დედა ენა არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს და რაც კიდევ ძალიან დიდხანს იქნება ჩვენი ძალა და ენერგია!“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა, მაგრამ, სახალხო პროტესტის ფონზე, საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭო და საკავშირო ხელისუფლება იძულებული გახდა საქართველოს ახალ კონსტიტუციაში შეეტანა მუხლი ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის შესახებ.
ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი ბიძგი სწორედ 1978 წლის 14 აპრილმა მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ