დაე, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდეს ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ – ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დაე, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდეს ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ – ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ინდოეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ულოცავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და მეგობარ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს.
„დაე, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდეს ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ“, – წერს ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გვერდზე ასევე გამოქვეყნდა ვიდეორგოლი, რომელიც ინდოეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ურთიერთობებს ეძღვნება.