“ჩვენიანები არა, ყოფილები აწვდიან ინფორმაციას” – კობახიძე, “ოცნების” ყოფილები და ხაბეიშვილი

“ჩვენიანები არა, ყოფილები აწვდიან ინფორმაციას” – კობახიძე, “ოცნების” ყოფილები და ხაბეიშვილი
“ოცნების“ პრემიერი ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილს ინფორმაციას “ოცნების” ყოფილი წევრები აწვდიან. კობახიძემ მათ ფულზე გაყიდულები უწოდა, ხაბეიშვილი კი კვლავ „ანიტად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ მისი ინფორმაცია არასდროს გამართლებულა.
ამის შემდეგ მას ჟურნალისტმა შეახსენა, როგორც რიჟვაძის ამბავი, ასევე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მოვლენები, თუმცა, კობახიძეს ამაზე კომენტარი აღარ გაუკეთებია.
“ანიტა არის ჭორბიურო, ანიტა არ არის ის, ვისაც რაიმე ინფორმაცია გამოაქვს. 5 ათას ლარს იღებდა ის კონკრეტული წყაროდან. ჩვენიანები არა, მას ყოფილები აწვდიან ინფორმაციას, რომლებიც, აღმოჩნდა, რომ ჩვენიანები არასდროს ყოფილან. ეს ადამიანები ყოველთვის ყოფილან ფულზე გაყიდულები, ისევე, როგორც ბატონი ანიტა. ერთი ინფორმაცია მითხარით, რომელიც ანიტამ გაავრცელა და გამართლდა, -თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ